დროა სამყაროს სხვანაირად შევხედოთ. დაივიწყე, რასაც გასწავლიდნენ მშობლები, მასწავლებლები სკოლაში, ინსტიტუტში და ა.შ. დროა სამყაროს სხვანაირად შეხედოთ. შენ გამოგივა!
1. დამკვირვებლისგან დამოუკიდებელი ობიექტური სამყარო არ ასებობს. 
ამ სამყაროს გარკვეული თვისებები გააჩნია. არ უნდა აღვიქვათ ეს თვისებები როგორც დამკვირვებლისგან ცალკე არსებული. მაგალითად, ავიღოთ დასაკეცი სკამი. თქვენი თვალსაზრისით ეს სკამი დიდი არ არის, აი ჭიანჭველას მხრიდან კი იგი ვეებერთელაა. 
თქვენ ამ სკამს აღიქვამთ როგორც მყარს, ნეიტრინო კი უზარმაზარი სიჩქარით გაივლის მის გამჭოლ, რამდენადაც მისთვის ატომები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრით იქნება დაცილებული. მოკლედ, ობიექტებიდან არცერთი ფაქტი, რომელზედაც ჩვეულებრივ ჩვენს რეალობას ვაფუძნებთ, არ წარმოადგენს თავის საფუძველში უტყუარს. ისინი ისეთებია, როგორადაც მათ ახსნით.  
ასობით საგანი და პროცესი, რომლებიც თქვენს ორგანიზმში ხდება და რომლებსაც ყურადღებას არ აქცევთ, - სუნთქვა, საჭმლის მონელება, წნევის აწევა ან დაწევა, ახალი უჯრედების ზრდა, ტოქსინებისგან გაწმენდა და ა.შ., კონტროლზე შეიძლება თქვენ მიერ აყვანილ იქნას. 

სრული სტატიის ჩამოტვირთვა

უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE