"იყო ერთი სიმპათიური ახალგაზრდა წმინდანი, სახელად ნარადა. იგი ღმერთს იყო მინდობილი და მრავალი საღმრთო წერილი იცოდა. ერთ-ერთ მათგანში იგი სიტყვა მაიას წააწყდა, რაც მისთვის გაუგებარი იყო. „რა არის ეს მაია?"- ეკითხებოდა იგი საკუთარ თავს, და ისევ და ისევ კითხულობდა წიგნს. ბოლოს და ბოლოს წიგნი დახურა და წამოიძახა: "არა, არ მესმის, და ვერ მოვისვენებ, სანამ არ გავიგებ!" სხვა მრავალ წიგნში ეძებდა, სწავლულებს ეკითხებოდა, მაგრამ ვერ დაკმაყოფილდა. "რა ვქნა, ვინ დამეხმარება? – იფიქრა მან და უცებ სიხარულისგან შეხტა. – ჩემს უფალთან უნდა წავიდე, ოსტატ კრიშნასთან, მან ალბათ იცის!"
   მაშ ასე, იგი დვარაკში წავიდა, სადაც კრიშნა ცხოვრობდა. კრიშნამ იგი გულთბილად მიიღო. "ძალიან კარგია, რომ სტუმრად მოხვედი, - თქვა კრიშნამ და მოეხვია. – მაგრამ, ჩემო შვილო, მგონი რაღაცით ხარ შეწუხებული. რა მოხდა?"...
უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE