პროფესორი: „ღმერთი კარგია?“
სტუდენტი: „დიახ“.
პროფესორი: „ეშმაკი კარგია?“
სტუდენტი: „არა“.
პროფესორი: „სწორია. მითხარი, შვილო, ბოროტება არსებობს დედამიწაზე?“
სტუდენტი: „არსებობს“.
პროფესორი: „ვინ შექმნა ბოროტება?“
სტუდენტი: ...
პროფესორი: „პლანეტაზე არის სიმახინჯე, თავხედობა, ავადმყოფობები, უმეცრება?“
სტუდენტი: „დიახ, სერ“.
პროფესორი: „მაშ ვინ შექმნა ისინი?“
სტუდენტი: ...
პროფესორი: „მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს 5 გრძნობა აქვს, რომ გარემომცველი სამყარო გამოიკვლიოს. მითხარი, შვილო, როდისმე გინახავს ღმერთი?“
სტუდენტი: „არა, სერ“.
პროფესორი: „გვითხარი, გსმენია ღმერთის ხმა?“
სტუდენტი: „არა, სერ“.
პროფესორი: „როდისმე შეგიგრძვნია ღმერთი? მისი გემო გაგისინჯავს? გისუნია?“
სტუდენტი; „არა, სერ“.
პროფესორი: „დღემდე გწამს ის?“
სტუდენტი: „დიახ, მწამს“.
პროფესორი: „მიღებული დასკვნებიდან გამომდინარე, მეცნიერებას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია რაიმე საწინააღმდეგო თქვა?“
სტუდენტი: „არა, პროფესორო. მე მხოლოდ რწმენა მაქვს“.
პროფესორი: „სწორედ რომ. რწმენა მეცნიერების მთავარი პრობლემაა“.
სტუდენტი: „პროფესორო, სიცივე არსებობს?“
პროფესორი: „ეს რა კითხვაა? რა თქმა უნდა, არსებობს. არასოდეს შეგცივნია?“
დანარჩენმა სტუდენტებმა ახალგაზრდის შეკითხვაზე გაიცინეს.
სტუდენტი: „სინამდვილეში, სერ, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად, ის, რასაც ჩვენ სიცივედ ვთვლით, სინამდვილეში სითბოს არარსებობას წარმოადგენს. ადამიანი ან საგანი შეიძლება შესწავლილ იქნას იმ გაგებით, აქვს თუ არა მას ან გადასცემს თუ არა ენერგიას. აბსოლუტური ნული (-273 გრადუსი ცელსიუსით) არის სითბოს სრული არარსებობა. ამ ტემპერატურის დროს მთელი მატერია ხდება ინერტული და რეაგირების უნარის არმქონე. სიცივე არ არსებობს. ეს სიტყვა იმის აღწერისთვის შევქმენით, რას ვგრძნობთ სითბოს არარსებობის დროს“.
აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა.
სტუდენტი: „პროფესორო, სიბნელე არსებობს?“
პროფესორი: „რა თქმა უნდა არსებობს. ღამე ხომ სიბნელეა?“
სტუდენტი: „კვლავ არ ხართ სწორი, სერ. სიბნელეც არ არსებობს. სიბნელე სინამდვილეში სინათლის არარსებობაა. ჩვენ შეგვიძლია სინათლე შევისწავლოთ, და არა სიბნელე. შეგვიძლია ნიუტონის პრიზმა გამოვიყენოთ, რომ თეთრი სინათლე უამრავ ფერებად დავყოთ და ყოველი ფერის ტალღის სიგრძე შევისწავლოთ. თქვენ ვერ შესძლებთ სიბნელის შესწავლას. სინათლის უბრალო სხივს შეუძლია სიბნელის სამყაროში შევარდეს და გაანათოს იგი. როგორ უნდა გაიგოთ, რამდენად ბნელია რაიმე სივრცე? თქვენ ზომავთ, სინათლის რა რაოდენობაა წარმოდგენილი. ხომ ასეა? სიბნელე ის გაგებაა, რომელსაც ადამიანი იყენებს, რომ აღწეროს, რა ხდება სინათლის არარსებობის დროს. ახლა კი მითხარით, სერ, სიკვდილი არსებობს?“
პროფესორი: „რა თქმა უნდა. არის სიცოცხლე, და არის სიკვდილი – მისი მეორე მხარე“.
სტუდენტი: „კვლავ არ ხართ სწორი, პროფესორო. სიკვდილი სიცოცხლის მეორე მხარე კი არა, მისი არარსებობაა. თქვენს მეცნიერულ თეორიაში სერიოზული ბზარი გაჩნდა“.
პროფესორი: „რას გულისხმობთ, ახალგაზრდავ?“
სტუდენტი: „პროფესორო, თქვენ სტუდენტებს იმას ასწავლით, რომ ჩვენ ყველა მაიმუნისგან წარმოვიშვით. საკუთარი თვალებით უთვალთვალეთ ევოლუციას?“
პროფესორმა ღიმილით გააქნია თავი, ესმოდა რა საითკენ მიედინებოდა საუბარი.
სტუდენტი: „არავის უნახავს ეს პროცესი, ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ უფრო მღვდელი ხართ, ვიდრე მეცნიერი“.
აუდიტორიაში სიცილი ატყდა.
სტუდენტი: „ახლა კი თქვით, არის ვინმე ამ კლასში, ვისაც პროფესორის ტვინი უნახავს? გაუგონია მისი ხმა, უსუნია, შეხებია მას?“
აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა.
პროფესორი: „ვფიქრობ, უბრალოდ უნდა დამიჯეროთ“.
სტუდენტი: „სწორედ ასეა! ღმერთსა და ადამიანს შორის არის მხოლოდ ერთი კავშირი – ეს არის რწმენა!“
პროფესორი დაჯდა. ამ სტუდენტს ერქვა ალბერტ ეინშტეინი.