ყველას უნდა უსაფრთხოდ, სიხარულით და მშვიდად ცხოვრება. მაგრამ უმეტესობას შეცდომით სჯერა, რომ ამ ყველაფრის მიღება გარე სამყაროში შეუძლია! შედეგად ადამიანები თავიანთი ცხოვრების ძვირფას წლებს კარგავენ სასმელ-საჭმელზე, თამაშებზე და დასვენებებზე, ფულის კეთებაზე და ხარჯვაზე, და საუკუნეების მანძილზე დრეიფზე დგანან ბავშვობიდან საფლავისკენ, და არ იციან საიდან მოვიდნენ ისინი და რა არის მათი ცხოვრების მიზანი. იმ ძალისხმევის წყალობით, რომელიც მათ გამოიჩინეს მრავალ წინა ცხოვრებაში უფრო დაბალი დონის ფორმებში, ვიდრე ადამიანია, ინდივიდუუმმა გონების და სულის უნიკალური თვისებები შეიძინა, და ადამიანის სახით დაბადება დაიმსახურა. და ახლა, სიზარმაცის და გულგრილობის ზეგავლენით იგი ყველა წინა მიღწევას ნაცარტუტად აქცევს. თქვენ უნდა ოსტატები გახდეთ სიხარულის და მწუხარების, წარმატების და კარგვების ტალღებზე ცურვაში. ნებისმიერ გარემოებაში სრულყოფილად უნდა ფლობდეთ სრული აუღელვებლობის და სრული სიმშვიდის შენარჩუნების ხელოვნებას! ისწავლეთ მიაღწიოთ და შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე და საკუთარი შინაგანი რეალობა გააცნობიეროთ! მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებთ მშვიდად, სიხარულით და უსაფრთხოდ ცხოვრებას ამ სამყაროში. 
                                                   სსბ   

სრულად ჩამოტვირთვა

უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE