ფრინველისთვის ფრენის სწავლება საჭირო არ არის., ვინც უკვე მაღლაა, იმისთვის საჭირო არ არის ზემოთ ასვლა. მაგრამ ვისაც მაღლა ასვლა სწყურია, მან ჯერ უნდა ქედის ძალიან-ძალიან მოხრა ისწავლოს. მასწავლებლის ტერფებთან, იმის წმინდა ტერფებთან, ვინც უფრო მაღლაა და წმინდაა და ამიტომ უნარი აქვს განწმინდოს და მაღლა ასწიოს. ძირფესვიანად ამოძირკვოს ქედმაღლობა იმათში. ვინც "უფრო სუსტი", "უფრო წარუმატებელი", "უფრო საწყალია". ჩვენ ყველა ერთ ნავში ვართ, და ხვალ შეიძლება ადგილები გავცვალოთ. არ არსებობს ადამიანი სიყვარულის და თანაგრძნობის ღირსი რომ არ იყოს. ყველასთვის და ყველაში ერთი და იგივე ნათელი მზე ანათებს.
"უპანიშად" ნიშნავს დაიხარო და დაჯდე. დაჯდე მასწავლებლის პირისპირ და გაირინდო, გახსნა ყური და გული, ხარბად ისმინო სიბრძნის სიტყვები და ..