„ერთხელ, მას შემდეგ, რაც ოცდაცხრა წლის გავხდი, შუაღამისას საშინელებით და სამყაროს მიმართ ძლიერი ზიზღით მოცულს გამომეღვიძა...“ - ასეთი სიტყვებით აღწერს ეკჰარტ ტოლე წიგნში „თჰე Power of Now“  („აწმყოს ძალა“) თავისი ტრანფორმაციის დასაწყისს: შფოთვისა და სუიციდური დეპრესიის მუდმივ შეტევათა მდგომარეობაში მყოფი ადამიანიდან მრავალი მაძიებლის სულიერ მასწავლებლამდე.  
„...და ყველაზე უფრო საზიზღარი ამ სამყაროში იყო ჩემი საკუთარი არსებობა. ღირდა კი ასეთი უსაშველობის უღელქვეშ ცხოვრება? ვის სჭირდება თავის თავთან ეს დაუსრულებელი ბრძოლა? 
ვგრძნობდი, როგორ ძლევს თვითგანადგურებისა და არარსებობისკენ სწრაფვა ჩემში ცხოვრების ინსტიქტურ სურვილს. „აღარ შემიძლია ჩემს თავთან ცხოვრება“. ეს აზრი მიტრიალებდა თავში განუწყვეტლივ. და უცებ...“ 
წიგნი „The Power of Now“ - სემინარებისა და ტრენინგების ათწლიანი წარმოების შედეგი – სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში ნამდვილი ბესტსელერი გახდა. 
და აი თქვენ წინაშეა ეკჰარტ ტოლეს მეორე წიგნი. განსხვავებით პირველისაგან, რომელიც შედგენილია როგორც დეტალური პასუხები სემინარების მრავალეიცხოვანი მონაწილის შეკითხვებზე, ეს - თავისი ლაკონიზმითა და სიჩუმის სიუხვით სიტყვებსა და აზრებს შორის – ჩვენს დროში განაახლებს ძველი ინდოეთის სუტრების სტილს მათი გონებისა და აზროვნებისადმი მინიმალური მიმართვით. . „ის, რაზედაც ისინი მიუთითებენ და რაზედაც დუმან, - წერს ავტორი, - იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, რაც მათშია ნათქვამი“.
 
სრული წიგნის ჩამოტვირთვა

უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE