რა გასაოცარი გამოცანაა, რომ სინათლის, ბგერის, ფორმისა და მოძრაობის ამ სამყაროში დავიბადეთ და არ ვიცით, რისთვის ვართ აქ. არც ჩვენი აქ ყოფნის მიზანი ვიცით, და ისიც კი, არის თუ არა ეს მიზანი, და არ ვიცით, აქედან საით მივდივართ. ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილებაა ბედნიერების ძებნა და რაც შეიძლება დიდხანს გრძნობებთან ლოლიაობა. შეუძლია კი ასეთ ცხოვრებას ნამდვილი ბედნიერება მოგვიტანოს, განსაკუთრებით როცა მის ხანმოკლეობას ვხედავთ? დროთა განმავლობაში გარდაუვალად ვაწყდებით ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის დაქვეითებას და ბოლოს – სიკვდილს. რატომ ვქრებით? რა არის ცხოვრების საიდუმლოება?
მსოფლიოს დიდი რელიგიები რიგ პასუხებს გვთავაზობენ, ისევე როგორც თანამედროვე მეცნიერებები ადამიანის განვითარების შესახებ. და მაინც, თუ ჩვენ დაკვირვებული და მგრძნობიარენი ვართ, როგორ შეიძლება თრთოლვით არ ვუცქერდეთ ამ უზარმაზარ სამყაროში, მიუწვდომელ კოსმოსში ჩვენი დაბადების თვალისმომჭრელ საიდუმლოებას? მხოლოდ ერთეულებს სურთ მისი ამოცნობა და გაგება საკუთარი გამოცდილებით, და არა ისტორიიდან და იდეებიდან. ერთობ საოცარია, მაგრამ უმრავლესობას ეს კითხვა არც კი უჩნდება და, როგორც ჩანს, თავისი არსებობის გამოცანისა და სასწაულის შესახებ სრულიად არაფერი იცის.
სრული წიგნის ჩამოტვირთვა