ყველას უნდა უსაფრთხოდ, სიხარულით და მშვიდად ცხოვრება. მაგრამ უმეტესობას შეცდომით სჯერა, რომ ამ ყველაფრის მიღება გარე სამყაროში შეუძლია! შედეგად ადამიანები თავიანთი ცხოვრების ძვირფას წლებს კარგავენ სასმელ-საჭმელზე, თამაშებზე და დასვენებებზე, ფულის კეთებაზე და ხარჯვაზე, და საუკუნეების მანძილზე დრეიფზე დგანან ბავშვობიდან საფლავისკენ, და არ იციან საიდან მოვიდნენ ისინი და რა არის მათი ცხოვრების მიზანი. იმ ძალისხმევის წყალობით, რომელიც მათ გამოიჩინეს მრავალ წინა ცხოვრებაში უფრო დაბალი დონის ფორმებში, ვიდრე ადამიანია, ინდივიდუუმმა გონების და სულის უნიკალური თვისებები შეიძინა, და ადამიანის სახით დაბადება დაიმსახურა. და ახლა, სიზარმაცის და გულგრილობის ზეგავლენით იგი ყველა წინა მიღწევას ნაცარტუტად აქცევს. თქვენ უნდა ოსტატები გახდეთ სიხარულის და მწუხარების, წარმატების და კარგვების ტალღებზე ცურვაში. ნებისმიერ გარემოებაში სრულყოფილად უნდა ფლობდეთ სრული აუღელვებლობის და სრული სიმშვიდის შენარჩუნების ხელოვნებას! ისწავლეთ მიაღწიოთ და შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე და საკუთარი შინაგანი რეალობა გააცნობიეროთ! მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებთ მშვიდად, სიხარულით და უსაფრთხოდ ცხოვრებას ამ სამყაროში. სსბ
ადამიანის არსებაში შეთავსებულია ადამიანური, ცხოველური და ღვთაებრივი ბუნება, და მათ შორის გარდაუვალ ბრძოლაში ბატონობისთვის, თქვენ უნდა შეაკავოთ ადამიანური და უფრო დაბალი ცხოველური ბუნების გამოვლინება, და უზრუნველყოთ გამარჯვება ღმერთისთვის. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სამყაროს საფუძველს წარმოადგენს ღმერთი. თქვენ სამყაროსთან ერთიანი ხართ. თქვენ ერთი უნიკალური ორგანიზმის ნაწილს წარმოადგენთ. ასეთი კოსმოსური ხედვა მიიღწევა როგორც კოსმოსის გარე დაკვირვების შედეგად, ასევე საკუთარი შინაგანი რეალობის გამოკვლევის შედეგად. მთავარია აღმოაჩინო და შეიცნო საკუთარი თავი. სხეულის ციტადელში იმყოფება გულის ლოტოსისებრი ტაძარი შინაგანი ფაქიზი სივრცით (აკაშით), სადაც არის ცა და დედამიწა, ცეცხლი და ჰაერი, მზე და მთვარე, ვარსკვლავები და პლანეტები – ის ყველაფერი, რაც გარე აღქმულ სამყაროშია და ის ყველაფერი, რაც იცავს მას, და რაშიც იგი ეშვება. იმის მაგიერ, კოსმოსში დედამიწის გარშემო დაფრინავდეს და მთვარეზე ან მარსზე დაჯდომას გეგმავდეს, ადამიანი თავისი თავის შიგნით მოგზაურობისთვის რომ მომზადებულიყო, რა ამაღლებული სიხარულის და სიმშვიდის დაუფლებას შეძლებდა იგი! სსბ