ამას დღიდან დღემდე უშუალოდ განიცდიან, მაშინ როდესაც თვითშეცნების სიხარული, ატმას (უმაღლესი სულის) წმინდა ცოდნა, - ეს არის ის, რაც მათ არასოდეს განუცდიათ. თუ ხელში ფრინველი გყავთ, გაუშვებთ მას ხელიდან იმ იმედით, რომ ბუჩქებში დამალულ ორ ფრინველს დაიჭერთ? ფიქრობენ რა ამგვარად, ისინი უგუნურობად თვლიან უარი თქვან გრძნობით სიამოვნებებზე, რასაც ყოველდღე განიცდიან, რომ გონება ატმა-ჯნანაზე მოკრიბონ, რაც არასოდეს განუცდიათ.   
ყველა წარმავალი სიამოვნება, რომლითაც ადამიანი ტკბება, მხოლოდ ანარეკლია იმ ჭეშმარიტი სიხარულის გამონათებისა გონებაში, რომელიც მუდამ გულში იმყოფება. ფიქრობს რა ისევ და ისევ გარკვეულ ადამიანზე ან საგანზე, გონება თავის ადგილსამყოფელს ტოვებს და მიემართება ამ ადამიანისკენ ან საგნისკენ, და მის ფორმას იძენს; ამის შემდეგ გონებას ცდომილებაში შეჰყავს თავი და ფიქრობს, რომ ამ საგნით ტკბება. მაგრამ არასოდეს შეუძლია ამას გახდეს ჭეშმარიტი სიხარული; ეს მხოლოდ რაღაც შეზღუდული სიხარულია, რომელიც გონებაში წარმოიდგინება, - ანარეკლი ჭეშმარიტი შინაგანი სიხარულისა, რომელიც ყველა სიხარულის წყაროს წარმოადგენს. ახსნისთვის განვიხილოთ შემდეგი მაგალითი.

 

სრული წიგნის ჩამოტვირთვა

უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE