ეს წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ადამიანს წარსულზე ფიქრი არ მართებს. გაუმაძღარმა დრომ უკვე შთანთქა იგი. მომავალიც არ უნდა გაღელვებდეთ, რადგან ის, რაც ბედად გაქვთ, მაინც მოხდება. ეცადეთ აწმყოში სრულად ენდოთ ყოვლისშემძლეს. დაე ღმერთის რწმენა სამკურნალო ბალზამი გამხდარიყოს ცხოვრების მწარე ტკივილებისთვის. ვინაიდან არ შეიძლება რწმენა ვუწოდოთ იმას, რაც არ იძლევა გამძლეობას, თვინიერებას და სიმშვიდეს. 
აქ თავმოყრილია საუბრები ყველაზე უფრო მთავარზე, რაც ჩვენამდე მოიტანა ვედების სიბრძნემ – უპანიშადებზე. ეს არის სულიერ ცოდნათა უდიდესი მარგალიტები. ისინი დაგეხმარებათ იმაში, რომ მიხვიდეთ გაბრწყინებამდე, საკუთარი თავის, გარემომცველი ადამიანების, ჭეშმარიტი ადამიანური ღირებულებების გაცნობიერებამდე, გასწავლით გრძნობებისა და გონების მართვას, ზნეობრივი ქცევების შესრულებას, დაბოლოს, გაგვიხსნის იმას, რისთვისაც ამ სამყაროში მოვედით – ჭეშმარიტებას. 

სრული წიგნის ჩამოტვირთვა

უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE