„ჩინა კათჰა“, - როდესაც ბჰაგავანი წყვეტს თავისი სიტყვის გამალებულ ნაკადს ამ სამი სიტყვით (ტელუგუს ენაზე) - „ერთი პატარა ამბავი“, ყველას სმენა გამახვილებულია, ყველას გული უთრთის, რადგან ის, რაც ამას მოჰყვება, გაელვებაა, რომელიც ყველაფერს ანათებს, ეს არის მაცოცხლებელი წვიმა, ეს არის გამამხიარულებელი ხუმრობა, „ტაბლეტია“, რომელიც ამშვიდებს, ეს არის თვალის გადავლება ეპიკურ სიდიადეზე ან პომპეზურ უაზრობაზე, ეს პოეტური ინტერმედიაა, ეს შესაქცევი გაქილიკებაა, ეს არის უღრმესი აზრი შაქრის გარსში, ეს განმაიარაღებელი სიმახვილეა, დაცინვის ნიაღვარია რელიგიურ თემაზე ყბედობის მიმართ! ეს შეიძლება იყოს ჭკუის სასწავლებელი მოთხრობა წარსულის შესახებ ან თანამედროვე კომედიაზე, ეს შეიძლება იყოს შეტევა თეოლოგიურ ყბედობაზე ან ლმობიერი ჩაცინება ეკლესიის წარჩინებულ პირთა ეგოიზმზე.
სრული წიგნის ჩამოტვირთვა