იყო ერთი პატარა სული, და უთხრა მან ღმერთს: 
- მე ვიცი, ვინ ვარ!
- ძალიან კარგი! და ვინ ხარ შენ? – ჰკითხა ღმერთმა. 
- მე სინათლე ვარ! – წამოიყვირა პატარა სულმა.
- მართალია, - გაიღიმა ღმერთმა. – შენ სინათლე ხარ.
პატარა სული ძალიან ბედნიერი იყო, რადგან მან გაარკვია ის, რის გარკვევაც სამეფოს ყველა სულს მართებს.
- ო, - თქვა პატარა სულმა. – ეს მართლაც შესანიშნავია!
მაგრამ მალე იმის ცოდნა, თუ ვინ იყო ის, არასაკმარისი მოეჩვენა მას. პატარა სულმა შინაგანი დისკომფორტი იგრძნო, ახლა მას მოუნდა იმად ყოფნა, რასაც იგი წარმოადგენდა. ამრიგად, პატარა სული დაბრუნდა ღმერთთან (რაც სულაც არ არის ცუდი იდეა ყველა სულისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ, სინამდვილეში ვინ არიან ისინი) და უთხრა: 
- ახლა, როდესაც ვიცი, ვინ ვარ მე, მითხარი, შემიძლია ამად
ვიყო? 
ღმერთმა თქვა:
- შენ გინდა თქვა, რომ იმად გინდა ყოფნა, ვინც უკვე ხარ?
- ერთია იმის ცოდნა, ვინ ვარ მე, და სულ სხვაა – ფაქტიურად
ამად ყოფნა. მე მინდა შევიგრძნო, სინათლედ ყოფნა როგორია! 
- მაგრამ შენ უკვე ხარ სინათლე, - ღიმილით გაიმეორა ღმერთმა. 
- კი, მაგრამ მინდოდა გამეგო, როგორია ეს – ჩემს თავს 
სინათლედ ვგრძნობდე! – წამოიძახა პატარა სულმა.
- კარგი, - თქვა ღიმილით ღმერთმა. – ვფიქრობ, უნდა ვიცოდე: 
ყოველთვის გიყვარდა თავგადასავლები.
ამის შემდეგ ღმერთმა სხვაგვარად განაგრძო.

 

უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE