„მოქმედს თავის ქცევებზე ფასის გადახდა მოუწევს“. ეს კარმაა. მოღვაწის არარსებობა კარმის არარსებობაა, და ეს არის თავისუფლება. მეხსიერება კარმის საცავია. ყოველი ანაბეჭდი გონებაში არის განხორციელება. მილიონი აზრი უდრის ერთ „მე“-ს (მცირეს).
განსხეულება, რომელიც კარმის მიერ იმართება, იმ შემთხვევაში ხდება შენს თავს, თუ არ იცი, რომ ცნობიერება ხარ, ვინაიდან ყოველივე დანარჩენი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია თავიდან ბოლომდე. განსხეულება მხოლოდ გონებაში ხდება. როგორ შეუძლია იმას, რომელიც არასოდეს იბადება, კვლავ დაიბადოს? რა კავშირია აბსოლუტსა და ბედის განხორციელებას შორის? აბსოლუტს არავითარი დამოკიდებულება არა აქვს ბედთან. ბედი შენი კარმის რეაქციების ერთობლიობაა, და იგი არ ფიქსირდება აბსოლუტის მიერ.
სრული სტატია