(დ-რი სარა პავამი, ავსტრალიელი ანესთეზიოლოგი, მრავალ ქვეყანაში მოგზაურობდა და კონსულტაციებს ატარებდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში. საი ბაბას საზოგადოებაში იგი 1980 წელს მივიდა და ათ წელიწადზე მეტს ავსტრალიის სატია საის ორგანიზაციაში მსახურებდა. 1993 წელს საი ბაბამ სთხოვა ავსტრალია დაეტოვებინა და პრაშანტი ნილაიამში შრი სატია საის უმაღლეს სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტში შესულიყო, სადაც მან ცამეტი წელიწადი იმსახურა. ამჟამად იგი პრაშანტი ნილაიამის აშრამში ცხოვრობს, მოგზაურობას აგრძელებს და მთელ მსოფლიოში თავის სიყვარულსა და გზავნილს ავრცელებს.)
"ტანჯვა და უბედურება კოსმოსური დრამის გარდაუვალ მოქმედებებს წარმოადგენს. ღმერთს არ დაუმყარებია ეს უბედურებები, ამას ადამიანი იწვევს როგორც თავისი არასწორი ქცევების სამაგიეროს. ამჟამად თქვენ იმკით იმას, რაც წარსულში დათესეთ და იმას, რასაც ახლა თესავთ, მომავალში მოიმკით. ამრიგად, წარსულიც და მომავალიც, ორივე აწმყოშია". ბაბა.
ბჰაგავან შრი სატია საი ბაბასთან ურთიერთობების გამოცდილების აღწერისას უმრავლესობა ჩვენგანისა მხოლოდ სასწაულებს, ინტერვიუს, კურთხევასა და გასაოცარ მიღწევებს აღწერდა. მე სულ სხვა სახის გამოცდილების გაზიარება მინდოდა თქვენთვის. წუთისოფლის პოზიციებიდან ამ გამოცდილებას შეიძლება კატასტროფული და მტკივნეული ეწოდოს, მაგრამ სულიერ კონტექსტში იგი შუქის მომფენი და განმათავისუფლებელი ხდება. ხშირად უმაღლესი ჭეშმარიტებებისა და გაგების დაუფლება შეუძლებელი ხდება, თუ პირად, მტკივნეულ პროცესებს არ გავივლით, რომლებიც სინამდვილეში ჩვენს კარმას წმენდს.
სვამი ყვალაფერს ეპყრობა როგორც მოქმედებას, რეაქციას, არეკვლასა და რეზონანსს. ჩვენი ცხოვრების ყოველ წამს წარსულის აზრების, სიტყვებისა და ქცევების გამოძახილს განვიცდით. ეს ჰგავს საწყობს ქვეცნობიერებაში, რომელიც წარსულის შთაბეჭდილებებით, აზრებით, ქცევებითა და მოქმედებებითაა შევსილი. "კარმული ბუმერანგის" არსებობა უდავო ფაქტია. არავის შეუძლია გაექცეს თავისი ქცევების შედეგებს, კარმა და კარმა-ფალა, რაც სამყაროს კანონს წარმოადგენს.
ამ საწყობიდან უფალი ირჩევს იმას, რაც მოცემულ დროში ჩვენი სულიერი ევოლუციისთვისაა შესაფერი, იქნება ეს სასიამოვნო თუ მტკივნეული. შემთხვევითი არაფერია. მიზანი ღმერთისთვის თავის ჩაბარება, მთელი პასუხისმგებლობის მისთვის გადაცემაა; უნდა მივცეთ ნება, რომ ტვირთი მან ზიდოს. თუ თავს ღმერთს ჩავაბარებთ, მღელვარებისთვის მიზეზი აღარ რჩება. შვების გრძნობა ღმერთის მიმართ ნდობის პირდაპირ პროპორციაში იმყოფება. პირადი გამოცდილება გრდემლის მაგვარია. გონების ახირებები მტკივნეული და მომშლელი გამოცდილებით უნდა გამოიჭედოს ფორმაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია გონებას კვანტური ნახტომი გააკეთოს შემეცნებაში...