...უბედური, საცოდავი არსება ადამიანი დადებით გადაწყვეტილებათა თავისი მოთხოვნილებებით, სიკეთისა და სიბოროტის, ფაქტების, მოსაზრებებისა და წინააღმდეგობების ამ მარად მოძრავ ოკეანეში მიტოვებული! საუკუნეობით წვალობენ და შრომობენ ადამიანები, რომ გადადონ ერთ მხარეს სიკეთე, მეორე მხარეს არასიკეთე. გადის საუკუნეები, და სადაც და რაც არ უნდა წაუმატოს მიუკერძოებულმა გონებამ სიკეთისა და სიბოროტის სასწორზე, სასწორი არ ირყევა, და ყოველ მხარეზე იმდენივე სიკეთეა, რამდენიც არასიკეთე.
სრული ტექსტის ჩამოტვირთვა