ადამიანი სიყვარულით ღმერთია
სიძნელეები ჩნდება მაშინ, როცა ღვთაებრივ არსს მის ფიზიკურ ფორმაში ვცემთ თაყვანს, და ამასთან ვერ ვხედავთ იმ საყოველთაო ერთიანობას, რომელსაც იგი წარმოადგენს. უთანხმოების საბაბი ის მცდარი აზრია, თითქოს ერთი ღვთაებრივი არსება მეორეზე უკეთესი ან უარესია. ასეთი აღქმა ჩვენს უუნარობას ავლენს, რომ ღვთაებრივი პიროვნების საყოველთაო ბუნება მოვიცვათ. მაგრამ ბოლოს და ბოლოს სიყვარულის დახმარებით ვაცნობიერებთ, რომ "ღვთაებრივი ფორმა და მე ერთია" და რომ ადამიანი სიყვარულით ღვთაებრივია.

შრი სატია საი ბაბა ღმერთის, რელიგიისა და ადამიანის შესახებ
ღმერთი ყველასთვის ერთია ღმერთი შაქარია, რომელსაც შეუძლია ცხოვრების მტკნარი წყალი ტკბილ ნექტრად აქციოს. ღმერთი ყველგანაა, ყოველ ადამიანში და ყოველთვის. იგი ყველა მდგომარეობის მოწმეა. იგი ენერგიაა, რომელიც სივრცესა და დროს გამსჭვალავს და მჟღავნდება როგორც მიზეზობრიობა. ღმერთი ყველაში და ყველაფერშია, მაგრამ ყველა დამიანი არაა ღმერთში, აი რატომ იტანჯებიან ისინი. თუ გამუდმებით იფიქრებთ, რომ ღმერთი ხართ, ე.ი. ღმერთი ხართ, მაგრამ თუ თავს მტვრად თვლით, მაშინ მტვრად დარჩებით. ღმერთი ყველაფერია. იგი ყველა ფორმაა, ყველა სახელია. არ არის ადგილი, ღმერთი რომ არ იმყოფებოდეს, არ არის წამი ღმერთის გარეშე! ღმერთი არ არის დესპოტი, რომელსაც ქვის გული აქვს. იგი თვით თანაგრძნობა და მოწყალებაა.

იგავ-არაკები წიგნი 2
ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას ამ წიგნში, რომელიც მისმა ერთგულმა, ცნობილმა მეცნიერმა, ცნობილი ოთხტომეულის "სატიამ შივამ სუნდარამი"-ს ავტორმა – პროფესორმა ნ. კასტურიმ ჩაიწერა, შეკრებილია სიბრძნის ფასდაუდებელი განძი, რომელიც უეჭველად დაეხმარება ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს სულიერების გზაზე, მიუხედავად ასაკისა და რელიგიური მრწამსისა.