ვალენტინა მირონოვა, ბიოფიზიკოსი, კოსმოსურ ცენტრში 20 წელი მუშაობდა, სპეციალიზაცია – დახურული აღმოჩენები. თემა – 2014 წელი, მსოფლიო კვანტური გადასვლის შემდეგ. ჯერ კიდევ ახსოვთ 2012 წლის მოლოდინები, ამბების უცნობლობის შიში, კატაკლიზმების მოლოდინი, რომლებითაც გვაშინებდნენ... 2013 წლის იანვარში მოთხრობილ იქნა იმ ექსპერიმენტზე, რომელიც 10 წელიწადი გრძელდებოდა, 2003 წლიდან. ბირთვული ფიზიკის მეცნიერები მუშაობდნენ წყალბადის ატომზე (იგივე პროტონზე) და დააფიქსირეს თავიდან პროტონის ნაწილაკის პულსაცია, იგი ხან პატარავდებოდა, ხან ისევ ჩვეულებრივი ზომის ხდებოდა. მეცნიერები ამას თვლიდნენ შეცდომად, სხვა შემადგენელი ნაწილების გავლენად გარედან, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, პროტონმა ახალი მნიშვნელობა მიიღო. 
მოხდა აღმოჩენა, რომ პროტონის ნაწილაკი 4%-ით დაპატარავდა. ყველაფერი შეიცვალა – მისი სიჩქარე, ბრუნვა, მიმართულება, დიამეტრიც. ერთი შეხედვით – დიდი არაფერი, პროტონი შეიცვალა, მეტი არაფერი! მაგრამ მას „მიჰყვა“ მთელი ორგანიკა, ვინაიდან იგი წყალბადისაგან შედგება. შეიცვალა მატერიის სიმკვრივე. პროტონს დანარჩენი ნაწილაკები მიჰყვა, და ის, რაც ბირთვული ფიზიკის მიერ ითვლებოდა ურყევი, სრულიად სხვა სახით, უცხოდ წარმოგვიდგა. თითქოს ჩვენ უცხოპლანეტელები ვართ და სხვა პლანეტაზე მოვხვდით. კანონებმა, რომლებიც 2013 წლამდე იქნა დადგენილი, უცებ მუშაობა შეწყვიტა, იმიტომ რომ მატერიის სიმკვრივე სხვა გახდა.

სრული სტატიის ჩამოტვირთვა

 

უკან
  © 2024 ყველა უფლება დაცულია Created by Studio SPAR.GE